78 წლის გოლდი ჰოუნი გამოცემა E! News-ის სტუმარია. მსახიობმა უამრავ საინტერესო დეტალზე ისაუბრა და საზოგადოებას ის საიდუმლოც გაუმხილა, როგორ ინარჩუნებს 73 წლის კურტ რასელთან თითქმის 42 წლიანი ურთიერთობას.
„მთავარია ადამიანი ნამდვილად მოგწონდეს, ეს უმნიშვნელოვანესია. ხშირად განსხვავებულად ვფიქრობთ, მაგრამ ეს აზრი უნდა მივიღოთ. უპირველეს ყოვლისა, კარგი სექსი უნდა გქონდეთ. იმიტომ, რომ სექსი არის ის, რაც გაერთიანებთ და ემოციურ კავშირს გიღრმავებთ. ადამიანებს, რომლებსაც ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობა აქვთ, გაცილებით დიდხანს რჩებიან ქორწინებაში“, – აცხადებს ჰოუნი.
შეგახსენებთ, გოლდიმ და კურტმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს, 1987 წელს კი რომანტიკულ კომედიაში, „ბორტს მიღმა“ ითამაშეს.
„ბორტს მიღმა გრძელდება“ – 75 წლის გოლდი ჰოუნისა და 70 წლის კურტ რასელის კოცნა – პაპარაცული ფოტოები