LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო მოვლენა: პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი დაიძრა

90
1009938771

ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი დაიძრა და პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი მიემგზავრება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წუხელ შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა. აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა. მინისტრის თქმით, აღნიშნული დერეფნით ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიიდან ევროპისკენ და ჩინეთიდან მიმავალი საექსპორტო ტვირთი მოძრაობდა, თუმცა ახლა ჩვენ პირველად ვართ მომსწრეები, როდესაც საექსპორტო მატარებელი ჩინეთისკენ პირველად გავა საქართველოს გავლით.

„ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად. ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობები მიემართება ჩინეთისკენ და ჩვენ ვხედავთ ამ ლოგისტიკის გაუმჯობესების გზით, ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელი ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით და ის 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს. ბაქო – თბილისი – ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც გადის საქართველოზე, იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g