LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურალის ავიახაზებმა რუსეთიდან თბილისში ფრენა მაინც დაიწყო

21

ურალის ავიახაზებმა“ „ჟუკოვსკიდან“ თბილისში პირველი რეისი შეასრულა.

ორმხრივი ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და სამშაბათს А320 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება.

აღნიშნული რეისის დამატების უფლებას საქართველოს ხელისუფლებას “ურალის” ავიახაზები მაისიდან სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

ეს უკვე მერვე მიმართულებაა, რომელსაც “ურალის ავიახაზები” საქართველოში ასრულებს.

აირზენა ამ რეისის დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო:

“კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან „ურალის ავაიხაზებმა“ ან ნებისმიერმა რუსულმა კომპანიამ იფრინოს თბილისის მიმართულებით, რადგან თბილისის მიმართულებით, თბილისსა და მოსკოვს შორის დადგენილია ფრენების რაოდენობა, კვირაში 21 რეისი, თითოეული ქვეყნის ავიაგადამზიდავების მხრიდან. რუსები აპელირებენ, რომ „ჟუკოვსკის“ აეროპორტი არ არის მოსკოვის ტერიტორია, ეს არის საერთოდ სხვა პუნქტი და ამ შეზღუდვაში არ უნდა მოექცეს, რასაც უბრალოდ ვერ დაეთანხმება ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი”, – აცხადებდა “საქართველოს ავიახაზების“ გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები