LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა ველობილიკების, ტრამვაის გზისა და საბაგიროს მოწყობას ითვალისწინებს

77

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიის მიწათსარგებლობის გეგმით, ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს მოწყობა იგეგმება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. გეგმა ითვალისწინებს საველისიპედე ბილიკებს, რომლებიც ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიას მოიცავს და ერთმანეთთან აკავშირებს ზღვის სანაპიროსა და საცხოვრებელ, სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებს.

გეგმის მიხედვით, მოსაზღვრე ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ- სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა, რომლის გასწვრივ დაგეგმილია სავხოვრებელი და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების, ასევე სანახაობრივ- გასართობი და სპორტული კომპლექსების განვითარება.

ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის განვითარების პარალელურად აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია ტრამვაის განვითარების შესაძლებლობა შექმნას, რომელიც, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მოემსახურება ქობულეთისა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო არეალებს.

გეგმა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის საბაგირო გზის სავარაუდო გავითარებასაც ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g