ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა მოხდა შაბათ-კვირას.
„მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის. მათ უფლება აქვთ იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ -კვირას და უფლება აქვთ დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევები გამოძიებული იქნება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.