LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

US OPEN დასრულდა,ჯოკოვიჩი ჩემპიონია

38

ამერიკის ღია პირველობა დასრულდა.კაცებს შორის ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო დაუპირისპირდნენ. ჯოკოვიჩმა 3 საათსა და 15 წუთში შეძლო შეხვედრის დასრულება და სამ სეტში 6-3, 7-6, 6-3 დაამარცხა მეტოქე.

ნოვაკისთვის ეს კარიერაში მოგებული მე-14 დიდი სლემის ტურნირია. აღსანიშნავია,რომ სერბმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მეორედ შეძლო დიდი სლემის ტურნირში გამარჯვება.აშშ-ის ღია პირველობამდე მან უიმბლდონიც მოიგო. შეგახსენებთ,რომ ქალთა შორის ერთეულების ჩემპიონი 20 წლის ნაომი ოსაკა გახდა,რომელმაც ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები