LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო ქალი მილიონერი აღმოჩნდა

104
Screenshot 2024-12-19 122117

ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და სინამდვილეში ის ძალიან მდიდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ Bangkok Post წერს.

პოლიციელებმა ბანგკოკის ერთ-ერთ ქუჩაზე რეიდი მოაწყვეს მას შემდეგ, რაც მათთან უსახლკაროთა შესახებ არაერთი საჩივარი შევიდა. სამართალდამცავებმა 12 ადამიანი დააკავეს და მათ შორის იყო მოწყალების მთხოვნელი ქალი, რომელსაც თან ნაღდი ფული – 311 ათასი აღმოაჩნდა. გარდა ამისა, დაკავებულის საბანკო ანგარიშზე დანაზოგი, ერთი მილიონი ბატიც ინახებოდა.

დაკითხვაზე ქალმა აღიარა, რომ ამდენი ფულის მოგროვება ქალაქის ქუჩებში მოწყალების თხოვნით შეძლო. თუმცა, მილიონის მიუხედავად პროფესიაზე უარი მაინც არ უთქვამს და დახმარების თხოვნას მომავალშიც განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები