მეგი ჯაიანის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა.
ამის შესახებ მეგის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში დადგა დღეები, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო..
უშენობის, ტკივილიანი დღეების, მონატრების, უსამართლობის განცდის და ტრაგედიის 1 თვე გავიდა.. ეს დრო ჩემთვის როგორ იწელება ნეტა იცოდე, ეს ერთი თვე საუკუნედ მეჩვენება .. შენი ღიმილი, შენი ხმა, შენი სიცილი, შენი თვალები და შენი ულამაზესი სახე, ყოველ წამს მენატრება…
შენ ის ტრაგედია ხარ, რომელსაც წლები კიარა საუკუნეც რომ გავიდეს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაივიწყებს მეგიკუნა
შენ იყავი ჩვენი სიხარული და ნათელი სხვივი ყოველდღიურობაში…
და მე მაინც ამდენ ცოცხალ ადამიანში, შენ ერთ გარდაცვლილს გეძებ.. ნეტა იცოდე როგორ მჭირდები, როგორ მენატრები და როგორ ძალიან მიჭირს შენს გარეშე…
22 წელი ხომ ცოტა დრო არაა, ერთად გავიზარდეთ, ჩემი ბავშვობის უდარდელი წლები, ჩემი ჭირის თუ ლხინის გამზიარებელი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი…
მაგრამ გამომგლიჯეს შენი თავი ხელებიდან მეგიკუნა…გაგიმეტეს, ძალიან გაგვიმეტეს.. უსამართლობის გრძნობა მახრჩობს, არ მაძლევს სუნთქვის საშუალებას.. ვერ მოვისვენებ სანამ სამართალი არ იქნება…
მინდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან ცუდი სიზმარი იყოს…შენს გარეშე აქ ყოფნა, მართლა ძალიან რთულია!
მეგიკუნა შენნაირი ადამიანები არ არსებობენ!
შენ ხარ განსაკუთრებული!“ – წერს ნაზი ჯაიანი.
14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.