კომპანია McLaren-ის განყოფილებამ Special Operations, რომელიც სუპერქარების ექსკლუზიური ვერსიებით არის დაკავებული ტიტანის გამონაბოლქვის სისტემა წარმოადგინა, რომელიც განკუთვნილია შემდეგი მოდელებისათვის: Sport Series – 540C, 570GT და 570S. მწაროებელმა ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მათი ჟღერადობის მოსმენაა შესაძლებელი.
როგორც McLaren-ში ამბობენ, სიახლე ხუთი დეციბელით უფრო ხმაურიანია, ვიდრე სტანდარტული. ფოლადის გამონაბოლქვის სისტემა, რომელიც Sport Series საბაზო ვარიანტებზეა დაყენებული. ამასთან, მთლიანად სისტემის ჟღერადობა მხოლოდ წუთში 5 000 ბრუნის შემდეგ ისმინება. ტიტანის სისტემა სუპერქარებს 4,8 კილოგრამით ამსუბუქებს.
დიდ ბრიტანეთში ახალი გამონაბოლქვის სისტემა 4750 ფუნტი სტერლინგი ღირს.