LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: დღეს მივალ და დავდგები, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს

72
დავით უსუფაშვილი

„დღეს მივალ და დავდგები, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „როცა ადამიანი ქუჩაში გამოდის და ამბობს, სახელმწიფო მეც ვარ და მეც მაქვს ჩემი სათქმელი, ევროკავშირში მინდაო, როგორ შეიძლება, ამაზე ვთქვათ, მორიგი რიგითი აქციააო.“

„სიცოცხლეც ხომ რიგითია? – ამ რიგითობაშია მთელი ცხოვრება. დღეს რუსთაველზე მოსული ადამიანების რაოდენობა არ მაინტერესებს, ისევე, როგორც ზურაბიშვილის, რადგან იქაც სწორი მოთხოვნა იყო. დღეს მივალ და დავდგები, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დოკუმენტში ჩაწერილ ერთ-ერთ პუნქტზეც გააკეთა, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, ვის უხარია და ვის სწყინს, საქართველოს შემთხვევაში, ამ ტერმინს დებიძინიზაცია ჰქვია, რადგან საქართველოში ოლიგარქის მსგავსი ცოცხალი არსება არ დაიარება.“

„რაც არ უნდა გააგრძელონ იმ ტიპის საუბრები, რომ სხვა მდიდარი ადამიანები არიან, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც თავის ფინანსურ-ეკონომიკურ საშუალებებს და ბერკეტებს იყენებს როგორც თავის გასამდიდრებლად, ისე საჯარო ცხოვრების მოსაწყობად, როგორც მას წარმოუდგენია და მის ჭკუაზე ქვეყნის სატარებლად. საქართველოში ასეთი ადამიანი ერთადერთია პოტენციურიც და რეალურიც.

ამიტომ საქართველოში ამას ნიშნავს დებიძინიზაცია, რომელიც ევროპას თავიდანვე დაჰპირდა ერთი წელი ვიქნები და წავალო, ვერ წავიდა, მოვიდა, წავიდა, მიდის, მოდის. მთავარი პრობლემა ისაა, აქ ხალხი რომ ზის და ლაპარაკობს ხან იმაზე – ევროპა უსამართლოდ ექცევათ, ან ევროპამ რა კარგი რამე მოგვცა და ამას შევასრულებთო.

საკმარისია იმ ერთმა ადამიანმა სხვა რამე თქვას, ის 80 ადამიანი ეგრევე გადატრიალდება და ფირფიტას შეატრიალებს. ესაა ოლიგარქობა და ეს უნდა დაასრულოთო, გვითხრეს, რასაც თვითონ ბიძინა ამბობდა, არ ვიზამო, მაგრამ ქნა.“– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით – „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g