„ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოცნების“ ლიდერები ვერ არიან ყველაზე მაგარი ცინიკოსები, მათ „ნაციონალები“ ჯობდნენ“.
უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელი გამოსვლები „კარიკატურაა“.
„ლიდერების დღევანდელი გამოსვლები კარიკატურაა, რომლებიც ცინიზმს, მიუღებლობას და მტრობას აფრქვევენ. მათ [ნაციონალურ მოძრაობას] მეტი შეეძლოთ და ამიტომ უკეთესები ხართ, რომ ამაში ნაკლები შეგიძლიათ? გაკვეთილი არის გამოტანილი, 2012 წელს ეს ხალხი იმიტომ შევცვალეთ, რომ სამი სიტყვით ნაკლები შეურაცხყოფა მიგვეყენებინა ვიღაცისთვის, ან შეიძლება მეტი?!”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობა არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლების უმრავლესობისგან.
უსუფაშვილის თქმით, „ნეგატივზე დაფუძნებული სახელმწიფო არ არსებობს“.
„როგორ მივდივართ ევროპისკენ, თუ ასეთივე პოლიტიკური ცხოვრების წესს ვაგრძელებთ?! როგორ შეიძლება ამ მორალური კლიმატით გვქონდეს იმედი, რომ კანდიდატობის სტატუსი რომც მოგვანიჭონ, ოდესმე ამ კანდიდატობას წევრობამდე მივიყვანთ, თუკი გავაგრძელებთ იმას, რაც დღეს ხდება?!
ნეგატივზე დაფუძნებული სახელმწიფო არ არსებობს!“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი კობახიძის დღეს ნათქვამი 5 ფრაზა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა
ხუხაშვილი: ჩემს ქალაქში დრო დამდგარა უსასრულო მარაზმის, კობახიძე ბერძენიშვილს ისტორიას ასწავლის