LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უთხარით ირმას რომ გიყვართ, ვამაყობთ და ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური მედლის მფლობელი, უკვე იმხელა საქმე გააკეთა ჩემთვის ყველა მედალზე დიდია,არ გაბედო მოიწყინო ჩვენო ჩემპიონო“ – ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე

228
ირმა ხეცურიანი

მთავარ სლაიდზე ფოტო: ზაქარია ჭელიძე

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა. ქართველი პარასპორტსმენი მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ორი გამარჯვების შემდეგ ძლიერ ჩინელ ეტლით მოფარიკავესთან წააგო და პარალიმპიადას დაემშვიდობა.

დამარცხების შემდეგ ირმა ხეცურიანმა ემოციური კომენტარი გააკეთა პირველ არხთან და გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

ვიდეო: „მინდა, ბოდიში ვუთხრა გულშემატკივრებს… ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონდა“ – ირმა ხეცურიანი

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე საზოგადოებას ირმა ხეცურიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„უთხარით ირმას რომ გიყვართ, ვამაყობთ და ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური მედლის მფლობელი

ირმამ უკვე იმხელა საქმე გააკეთა ჩემთვის ყველა მედალზე დიდია

თუნდაც ის რომ ნინი უკვე 2 მედლის მფლობელია და ამდენი ადამიანს შეაყვარა ეს სპორტი

ხოდა ირმა გვიყვარხარ Irma Khetsuriani

მე ვუთხარი თან დაიკომ ჩამოაკითხა საბერძნეთიდან

არ გაბედო მოიწყინო ჩვენო ჩემპიონო“, – წერს ზაქარია ჭელიძე.

უთხარით ირმას რომ გიყვართ , ვამაყობთ და ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური მედლის მფლობელი ირმამ უკვე იმხელა საქმე…

Posted by Zaqaria Chelidze on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g