LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია, ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული მიზნები – დავითაშვილი

48
size-22

ეკონომიკური თვალსაზრისით უზბეკეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე უზბეკეთისთვის. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული მიზნები, რომელსაც ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განვახორციელებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, უზბეკეთში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ტაშკენტში მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც ძალიან კონკრეტული პროექტების განვითარებაზე იმსჯელებს.

„გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც ყველაზე მეტი პოტენციალი გააჩნია ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ექსპორტის და იმპორტის გაზრდა ორივე მხრიდან, ისე, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ქართველ მეწარმეებს და ასევე უზბეკეთის მხრიდან ხელი შეეწყოს უზბეკ მეწარმეებს მეტი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან გაზრდილია დაინტერესება ე.წ. შუა დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ უზბეკეთთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ტვირთბრუნვა გვაქვს უზბეკეთთან. გადავასწარით 2018 და 2019 წლის შედეგებს და მიმდინარე წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ გაორმაგებული იქნება ეს რიცხვი და რამდენიმე ასეული ათასი ტონის გადაზიდვას ვახერხებთ რკინიგზით და ქართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, თუმცა საუბარია იმაზე, რომ პოტენციალი ბევრად უფრო დიდია და აქ საუბარია ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ინვესტირებაზე ქართულ ინფრასტრუქტურაში. მათ შორის, ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე, სამრეწველო კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენ ტექნოპარკში დავსახეთ გეგმები, რომ ქართული თავისუფალი ეკონომიკური და სამრეწველო ზონების დაკავშირება მოხდეს ტაშკენტის ტექნოპარკთან და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, იმისთვის, რომ უზბეკმა და ქართველმა მწარმოებლებმა ისარგებლონ მაქსიმალურად იმ უპირატესობებით, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებას. იცით, რომ გაზრდილია პირდაპირი ფრენები ტაშკენტს, თბილისსა და ბათუმს შორის. დაემატა ბათუმის მიმართულება, მაგრამ საუბარია ამ შემთხვევაში სამარყანდიდან და ბუხარადან დამატებითი რეისების დანიშვნაზე საქართველოში. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქუთაისის მიმართულებითაც დაემატოს რეისები და რეალურად, გავზარდოთ ტურისტების ნაკადი უზბეკეთის მხრიდან და ასევე საუბარია იმაზე, რომ უზბეკმა ინვესტორებმა სრულად შეისწავლონ ქართული ტურისტული პოტენციალი და მოახდინონ ინვესტიციების განხორციელება ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g