Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
Uzbekistan Airways, ასევე, ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.