LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკური და ქართული კომპანიები თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

118

თბილისში საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი 15 მაისს არის ჩანიშნული და მას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე უტკირა ბუტაევა გახსნიან.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, უზბეკეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიისა და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მმართველი პირები. ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვა მსხვილი სექტორები. მათ შორის: საავტომობილო ინდუსტრია, მსუბუქი მრეწველობა, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტიკა, ელექტროტექნიკის წარმოება და სამშენებლო მასალების წარმოება. ღონისძიების ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში, იგეგმება უზბეკური და ქართული კომპანიების შეხვედრა, სადაც ორივე მხარეს მიეცემა საშუალება, დაამყარონ საქმიანი კომუნიკაცია და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილონ. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

უზბეკეთის ბიზნეს-სექტორის ნაწილი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლებიც 14 მაისს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომაში იღებენ მონაწილეობას. სხდომას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g