LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზომოდ მაკლია, დღემდე ვერ ვეგუები მის წასვლას.. მეგობრობის, კეთილშობილების, კაცობის, ქართველობის, სიკეთის განსახიერება იყო“ – თემურ წიკლაურს 78 წელი შეუსრულდებოდა

857
ing (1)

ქართული ესტრადის ვარსკვლავს, მომღერალ თემურ წიკლაურს დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა.

თემურ წიკლაურს იხსენებს მისი უმცროსი კოლეგა, მუსიკოსი გია ბაღაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„დღეს ქართული ესტრადის არწივის, თეიმურაზ წიკლაურის დაბადების დღეა! 78 წლის გახდებოდა…

მონატრება, ტკივილი, სიამაყე, სიხარული ერთად მაქვს… უზომოდ მაკლია. დღემდე ვერ ვეგუები მის წასვლას…

მეგობრობის, კეთილშობილების, კაცობის, ქართველობის, სიკეთის განსახიერება იყო… დიდი მომღერალი, განუმეორებელი… ღირსეული და მართალი კაცი, სცენაზეც და ცხოვრებაშიც…

ეს ფოტო მიყვარს გამორჩეულად. 2002 წელს, ფილარმონიის წინ, ანსამბლ „ივერიის“ ვარსკვლავის გახსნისას არის გადაღებული. ყველა ერთად ვართ!“ – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დღეს ქართული ესტრადის არწივის, თეიმურაზ წიკლაურის დაბადების დღეა!
78 წლის გახდებოდა…

მონატრება, ტკივილი, სიამაყე,…

Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on კვირა, 21 იანვარი, 2024

 

ვიდეო: ზურა კობეშავიძემ თემურ წიკალურს სიმღერა მიუძღვნა: „ეს სიმღერა მონატრების გრძნობამ დააწერინა მამას მეგობრებს…“

ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურზე საინტერესო ამბავს იხსენებს: „ვუყურებდი და ვტკბებოდი, რამხელა სიყვარულს იღებდა და უზიარებდა ადამიანებს…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g