ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, რომელიც ოჯახის ინფორმაციით მოკლული იპოვეს, ცოცხალია.
ირკვევა, რომ 22 წლის ბექა ტაბაღუა დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამის შესახებ მექა ტაბაღუას მეგობარი ბექა ლაგვილავა “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
“ვადასტურებ, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ არის დაჭრილი, თუმცა მიზეზი არ ვიცით, ჯერჯერობით. ახლა მთავარია ცოცხალია, საუბრობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახმაც იცის უკვე, რომ ცოცხალია”,- ამბობს მეგობარი.
