ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მან „ტვ პირველი“ დატოვა.
“ვადასტურებ, რომ ტვ პირველი მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო “პროფილის” გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება!
უდიდესი მადლობა “ტვ პირველის” გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასოდეს დამავიწყდება. “ტვ პირველი” ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის იქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი.
უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა.. ხდება ხოლმე”, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.