LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადები შეიცვალა- ანაკლიის პორტი პირველ გემს 2021 წელს მიიღებს

154
პორტი-ანაკლია

ანაკლიის პორტი პირველ გემს, სავარაუდოდ, 2021 წლის ოქტომბერში მიიღებს – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენ-დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

„იმ 6 თვიანი გადავადებით, რაც ახლა მოხდა, ჩვენმა გენერალურმა კონტრაქტორმა წარადგინა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იანვარში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პირველი გემების მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება. სრულიად პორტის პირველი ფაზა, როგორც ეს სამინისტრომ განაცხადა, დასრულდება 2022 წლის მაისში,-აღნიშნა ახვლედიანმა და დასძინა, რომ პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული.

„პროექტის ვადებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევცვალეთ მესიჯბოქსი. პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული. თუ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება”-განმარტა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან და ახალ სპონსორთან ერთად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება, თავდაპირველად, 2020 წელს იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები