LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

80
FORTUNA.GE- (5)

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ახლა უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.

კახა კალაძის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, უფასო იქნება.

კალაძის განმარტებით, დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება და, საბოლოო ჯამში, ის მთელს ქალაქს მოიცავს.

“თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება.” – აღნიშნა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თავდაპირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედდა, მოგვიანებით კი მას ორბელიანის მოედანი, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეული ქუჩები დაემატა.

magti 5g