LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

366
gafrindashvili-1

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს.გაფრინდაშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა მიიღო.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება – ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა.

ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ჯილდო ასევე მიიღო მოძრაობამ “სირცხვილია”.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია. ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g