LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

459
71223095-1456181987853034-804638633729458176-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ოკუპირებული ცხივნალის მიერ ტყეობაში მოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელებისას, უნდა გაითვალისწინონ გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესები.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტი და უპირველესად, ეს სტანდარტი უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)

პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო ორგანოები და სხვა შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რუსმა მესაზღვრეებმა 13 დღის წინ გაიტაცეს. სეპარატისტულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობა დააბრალეს. მიუხედავად ქართული მხარის მიერ აქამდე განხორციელებული ნაბიჯებისა, საპატრიარქოს მიერ რუსი კოლეგის მისამართით გაგზავნილი წერილისა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერის მიმართვისა და სოლიდარობის აქციებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ტყვეობაში რჩება.

 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)

თავისუფლება ექიმს – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია იმართება (ფოტო, ვიდეო)

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g