ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. ექიმებმა, თავიანთი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე), თეთრი ხალათებით 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოხატეს პროტესტი.
როგორც ექიმები აცხადებენ, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს აპროტესტებენ და მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ექიმები საზღვრებს გარეთ არიან და მით უმეტეს დროებითი საზღვრები არ წარმოადგენს იმის პირობას, რომ ექიმი იყოს დაკავებული.
რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე
ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.