LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)

372
RUEU

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ვიდეომიმართვას ავრცელებს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

ტომას ჰენდრიკ ილვესის ვიდეომიმართვა საქართველოში ესტონეთის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

„მოვუწოდებ დე ფაქტო მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

https://www.facebook.com/estemb.tbilisi/videos/2159248184380605/?__xts__[0]=68.ARD8Wax0jKuY3zi212JiqXdoLyjDkhM2EpyomzUULw_sXkOxuHRDA6uQMb4yZYOY9RCii44JQjqhzwbs1OnbGte_To2FO85MOdfwqRcQ7kBxiA533Bxm64_PdP-_WFZNzUJ6FIGL0PbSYZGGDBCuqJ7WQn5Z6OxflTE2wK_wNAY2fd9tcGFni1IC58SzGh_vjO6KewIWNBIIhyGzrXigP5wCWs7OILjv2izlyxU3ic65IKiNMfeWB8YFs7HXL8sV9sd_KM0_kc7B-16lEjdYzJTq7i3c24NkqDQhdDVFcrnU6m6iF4W0dHb0n1pBtc0CN7g6nnizI_nZ-F5FVmNywgHJahgXxvckzvU&__tn__=-R

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გაიგეთ მეტი:

ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცეს

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g