LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მენაბდე: ტენდერში გამარჯვება ლიბერთისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

75
unnamed

„ლიბერთი“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ გადაცემა „საქმის“ ეთერში ახალი საპენსიო ტენდერის პირობებსა და „ლიბერთის“ კონკურსში გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

როგორც მენაბდე აცხადებს, „ლიბერთის“ თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, უნიკალური ინფრასტრუქტურული რესურსი და ინსტიტუციონალური ცოდნა არის ის უპირატესობა, რის გამოც ბანკი პენსიების დარიგების კუთხით დღესაც უკონკურენტოა.

„ინსტიტუციონალური გამოცდილება, პირველ რიგში, რაც ჩვენ გაგვაჩნია და სხვას არავის არ აქვს, რადგან აქამდე ეს საქმე არავის უკეთებია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ 1 200 000 ადამიანს, დაგვიანების გარეშე, საქართველოს ყველა წერტილში, მათ შორის თანხის ბინაზე მიტანით, მოემსახურო, არ არის მარტივი საქმე.

როგორც გახსოვთ, ტენდერის ჩატარება ჩვენ მოვითხოვეთ, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ და მხოლოდ „ლიბერთიმ“ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა. რა თქმა უნდა, კონკურენციაზე ინფრასტრუქტურამაც იქონია გავლენა, რადგან კოლოსალური ინვესტიციაა საჭირო. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ახალი ფილიალი უნდა გაეხსნა ნებისმიერ ბანკს, ვინც ამ ტენდერის მომსახურებაზე გამოხატავდა სურვილს. არსებული რესურსით, არც ერთი სხვა საბანკო დაწესებულება ამისთვის მზად არ არის“, – განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

რაც შეეხება ახალ სატენდერო პირობებს, „ლიბერთის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სატენდერო პირობები ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, ე.წ. ‘საპენსიო სესხთან’ დაკავშირებული ცვლილებებიც ამ პერიოდის შემდეგ აღებულ სესხებზე გავრცელდება.

„ახალ კონტრაქტში რამდენიმე ისეთი ცვლილებაა შესული, რასაც ჩვენ ისედაც, ჩვენი სურვილით ვაკეთებდით. მაგალითად, უფასოდ, საკომისიოს გარეშე, კომუნალურების გადახდა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება ამ გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა ლიბერთიში შესაძლებელი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის. ასევე, ბანკში თანხის შეტანა-გატანა, განაღდება, ბარათი და ანგარიშის წარმოებას უფასოდ ვთავაზობთ. ეს ამ დრომდეც ასე იყო და ახლა უკვე კონტრაქტშიც ჩაიწერა,“- ამბობს მენაბდე.

„ლიბერთი“-ს წარმომადგენლის თქმით,  ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით წინა პერიოდში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომლის თანახმადაც საპროცენტო განაკვეთი ე.წ საპენსიო სესხებზე მაღალი იყო, თუმცა, წინა სატენდერო კომუნიკაციისას დამტკიცდა, რომ ბანკის მიერ შეთავაზებული სესხის პროცენტი საბაზრო და რიგ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი იყო. შესაბამისად, გაჯანსაღდა ტენდერის პირობებიც და შედეგად, შესაძლებელი გახდა საბაზროზე დაბალ ფასად სესხებზე შეთავაზების გაკეთება. კერძოდ, დაწესდა რეფინანსირების განაკვეთს + 15%, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g