დღეს ჩვენ, პოლიცია მივედით ხალხთან – გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პირი პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი,– ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად „ტვ პირველს“ თავისუფლების მოედანზე განუცხადა.
„კანონით არის დარეგულირებული აქცია, აქციის ჩატარების წესი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესი და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები. დღეს ჩვენ მივედით ხალხთან. ასევე, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მივედით აქციის ორგანიზატორებთან, ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით. შევთანხმდით, რომ გზის მეორე მხარეს აპირებდნენ გადასვლას. პოლიციამ დავუკეტეთ საავტომობილო მოძრაობა, რა დროსაც ხალხმა მოძრაობა დაიწყო, რის შემდეგაც გარკვეულმა პირებმა ხალხი გააჩერეს და განზრახ გადაკეტეს სავალი გზა. შესაბამისად, დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, იდენტიფიცირებულები იქნენ პირები და სამართლებრივი ზომები მივიღეთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.