ბუკინგემის სასახლემ ვაკანსია გამოაცხადა: სამზაერეულოში ახალ დამხმარეს, სამეფო ოჯახში, წელიწადში 17 ათას ფუნტს გადაუხდიან.
ახალ კადრს ევალება პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჯგუფს, რომელიც საკვებს უმაღლესი სტანდარტებით ამზადებს. ხელფასი წელიწადში 17 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება, ასევე 33 დღიანი შვებულება და გულუხვი საპენსიო ანაზღაურება.
სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩეულ კანდიდატს სამეფო რეზიდენციის პერსონალი ყველაფერს შეასწავლის.




