LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

125
SANAIA-AXALI2

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაუი, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტელეწამყვანი ვახო სანაია გამოეხმაურა და გიორგი კერატიშვილს სამარცხვინო მოსამართლე უწოდა.

“გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი – სამარცხვინო მოსამართლე!”,- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g