სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.
ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ,,ფორტუნა” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსად არაფერი აღმოუჩენიათ.
„შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას. ამ დროისთვის არსად არაფერი აღმოჩენილა”, – აცხადებენ უწყებაში.