13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
სასამართლო სხდომაზე დ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი
მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა