LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

158
111

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

სასამართლო სხდომაზე დ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

„როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზედაც აუცილებლად გვჭირდება პასუხები“ – კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ფოტო სლაიდერზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები