LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება – „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტი საშვილიშვილო იყოს“

138
273158559-308036134702174-8464665411620997401-n

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კასკადის აღდგენა, რომელიც, წლებია, ამორტიზირებულია და არ მუშაობს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის პროცესში პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება.

„ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ, თუმცა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი – ეს არის ცენტრალური შადრევნისა და კასკადის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური შადრევნის კეთილმოწყობა და მთლიანად განახლება. შადრევანი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო. წლის ბოლოსთვის ვაპირებთ სამუშაოების დასრულებას თავისი კასკადით, რომელიც აღდგენილი იქნება პირვანდელი სახით. მთლიანად განათებული, მოწესრიგებული, ახალი ფილებით, სადრენაჟო სისტემით, იზოლაციით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტი საშვილიშვილო იყოს და ათწლეულებს გაუძლოს. გარდა ამისა, პარალელურად, ითესება ბალახი. მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საბავშვო ატრაქციონები დაგვემატებინა და ამასაც ვითვალისწინებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და აღდგება პირვანდელი სახით, იმავე მასალით, კერძოდ, გრანიტით და ბაზალტით. ამასთან, მთლიანად შეიცვლება და დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები