თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს და ასევე „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის – პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს