ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ “სან ხოსემ” “დალასთან” (3:1) მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ყაზაიშვილმა დუბლი გაიფორმა.
მე-19 წუთზე ვაკომ თავისი გუნდი გაიყვანა წინ, ხოლო 88-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, კიდევ ერთი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ სეზონში ყაზაიშვილს 22 მატჩში უკვე დაუგროვდა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
შეგახსენებთ, რომ ვაკო ასევე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს, სადაც მისი თანაგუნდელი და თანამემამულე გურამ კაშიაც მოხვდა.
გურამ კაშია კი მისმა თანაგუნდელმა, პანამელმა ნახევარმცველმა ანიბალ გოდოიმ აქო.
“გურამი არის კლდე, რომელიც ჩვენს უკანა ხაზს იცავს. ის ასევე კარგად ეხმარება ნახევარდაცვას და ამ როლსაც კარგად ირგებს.
კაშიამ ჩვენს დაცვაში სტაბილურობა დაამყარა. აშკარაა, რომ მას ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს”, – ამბობს გოდოი.