LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკო ყველაზე კარგი იყო: რა ნიშნები დაუწერეს ჩვენებს

51

სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა whoscored.com-მა საქართველოსა და ანდორის მატჩი შეაფასა (3:0). საიტმა საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შეფასება ვაკო ყაზაიშვილს 9.2 დაუწერა, ყველაზე ცუდად კი ნიკა კაჭარავა დაასახელა 6.6.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები საიტის მიხედვით:

გიორგი ლორია 6.9
ოთარ კაკაბაძე 8.2
საბა კვირკველია 7.7
გურამ კაშია 7.1
გიორგი ნავალოვსკი 7.8
ჯაბა კანკავა 8.8
ნიკა კვეკვესკირი 7.7
ვაკო ყაზაიშვილი 9.2
ოთარ კიტეიშვილი 6.7
გიორგი ჩაკვეტაძე 7.2
ნიკა კაჭარავა 6.6

ანდორის ნაკრებში საუკეთესოდ ნახევარმცველი მარკ რებესი 6.6 ქულით დასახელდა, ყველაზე ცუდი შეფასება მარსიო ვიეირამ მიიღო
5.3.

 

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მნიშვნელოვან პასებს ოთარ კაკაბაძე აკეთებდა, მან 4 ეგრეთწოდებული “გადამწყვეტი პასი” გააკეთა.

ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა გიორგი ნავალოვსკიმ მოიგო – 4.

სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გურამ კაშიამ გასცა 92.8%, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გიორგი ლორიას ჰქონდა 64.3%.

ყველაზე მეტი პასი ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა – 101.

ყველაზე მეტჯერ ჯაბა კანკავა დაჯარიმდა – 4-ჯერ.

მეტოქის ყველაზე მეტი პასი გიორგი ნავალოვსკიმ ჩაჭრა – 11.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები