რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა ბრენდმა „ვალენტინომ“ საკუთარ ინსტაგრამზე ახალის სარეკლამო კამპანიიდან ფოტოები გაავრცელა. ახალი სარეკლამო კამპანია ცნობილი ჩანთის, Roman Stud-ის რეკლამირებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. საქმე იმაშია, რომ რეკლამაში ფოტოგრაფი მაიკლ გეილი-ბეითლი შიშველი პოზირებს. ფოტოებზე თითქოს წაშლილია ზღვარი ქალსა და კაცს შორის დი გენდერული თანასწორობის მაგალითია ნაჩვენები. ამ ფოტოებს ინტერნეტმომხმარებლებს შორის უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია, მეტწილად ეს იყო კრიტიკა.
მალევე ამ ფაქტს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, 54 წლის პიერპაოლო პიჩოლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ბრენდი ნოვატორულია და ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვეობის გამოწვევებს”.