მანჩესტერ ”იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ”დეილი სტართან” საუბარში ”წითელი ეშმაკების” 2015-2016 წლების ტაქტიკაზე ისაუბრა.
“ახალი სეზონიდან ჩვენ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ. გასული წლის მეორე ნახევარში ამ სისტემით ვასპარეზობდით და შედარებით წარმატებები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტაქტიკა წარმატებებს მოგვიტანს”, – თქმა ვან გაალმა.
ვან გაალმა ”იუნაიტედი” გასული სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.