LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანკუვერის კაზინომ დრეიკს მოუბოდიშა – რეპერი სამორინეში არ შეუშვეს

98

ამ დღეებში, დრეიკმა ვანკუვერში 2 კონცერტი გამართა. ამერიკელი შემსრულებელი, კანადას Migos-თან ერთობლივი Aubrey & the Three Migos Tour-ით სტუმრობდა.

 

View this post on Instagram

 

Thank You Vancouver

A post shared by champagnepapi (@champagnepapi) on

საინტერესოა, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლმა ერთ-ერთი შოუს შემდეგ გართობა გადაწყვიტა და ადგილობრივ კაზინოს ესტუმრა, თუმცა 32 წლის ვარსკვლავი სამორინეში არ შეუშვეს.

მალევე დრეიკის ,,ინსტაგრამ სთორიში” გაჩნდა შეტყობინება, სადაც ის დაწესებულების მენეჯმენტს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს:

,,Parq კაზინო ყველაზე ცუდი მენეჯმენტის მქონე დაწესებულებაა, რომელიც ოდესმე მინახავს”, – აღნიშნავს დრეიკი, რომელმაც მომხდარის გამო, კაზინო რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

რეპერის პოსტს მალევე გამოეხმაურა კაზინოს ადმინისტრაცია:

,,ჩვენ ვმუშაობთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდუსტრიაში. უხერხული სიტუაციისთვის, გვინდა ბოდიში მოუხადოთ ჩვენს მომხმარებელს. კატეგორიულად ვემიჯნებით რასიზმს”, – ნათქვამია კაზინოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დრეიკს სხვა კომენტარი ამ ფაქტზე აღარ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები