2019 წელს დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
უწყების ცნობითვე, აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა. მოეწყო ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.
მუზეუმის მშენებლობის პარალელურად, რეაბილიტირდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზა და მის გასწვრივ არსებული ღობეები.