საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის მოზარდს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ახალგაზრდას გამოძიება საკუთარი დედის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ადანაშაულებს.
34 წლის ქალს შვილმა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, მის მეგობარს კი ქალი შებოჭილი ჰყავდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ლილოში მომხდარი ამ დანაშაულის შესაძლო მთავარ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
„მთავარმა არხმა“ დაკავებულის ჩვენება მოიპოვა:
„მე რამილ ნასიბოვს მოვუყევი და გავანდე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც მქონდა მიღებული. მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადმოგდების გზით.
მე მას ვთხოვე, რომ წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე და იგი დამთანხმდა.
სტუმრების წასვლის შემდეგ ჟანამ დაიწყო სუფრის ალაგება და სამზარეულო ოთახში ნივთების გატანა. სწორედ სამზარეულოში არის ის ფანჯარა, საიდანაც მე და რამილს დაგეგმილი გვქონდა ჟანას გადაგდება“. – ამბობს ჩვენებაში დაკავებული 17 წლის შვილი.
ამავე თემაზე:
სასტიკი მკვლელობა თბილისში – შვილმა დედა დანით მოკლა