უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურდა, კორონავირუსით დაინფიცირებულიყო.
დაინფიცირების სურვილი კი იმიტომ გაუჩნდა, რომ ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაავადების არ ეშინია და სურდა ეს ეტაპი საკუთარ თავზე გამოეცადა.
„საკუთარ თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, შევიკრიბეთ და მე ჩვენებს შევთავაზე: მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება და ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის მსურდა, რათა ხალხს გაეგო, რომ ყველა შეიძლებოდა ავად გამხდარიყო, ისინი დეპრესიაში არ ჩავარდნილიყვნენ და მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ იყო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან მიიჩნია, რომ ეს ნაბიჯი ზედმეტი იყო.
„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ და პრინციპში, მართალიც იქნებოდნენ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსის 27 462 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 797 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით მსოფლიოში რამდენიმე პრემიერი დაინფიცირდა. მათ შორის სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ძალიან მალე, ვირუსის დადგენიდან ერთ კვირაში გამოჯანმრთელდა.