LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაქცინა ბაზარზე არ არის…„ფაიზერმა“ 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება, სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება… ჩვენ ვართ რიგის ბოლოში”- გიორგი ფხაკაძე

2111
doctr2010-2020-10-16-11-52-16-973804

“ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის.

“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.

ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.

ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება.”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები