LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია ბავშვებში: მედიკოსები მოზარდთა იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

112
ივანე ჩხაიძე

ჯანდაცვის სპეციალისტები კორონავირუსის ეპიდემიის ფარგლებში მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. დიდი ალბათობით ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას შემოდგომაზე მიიღებს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ კოლაფსამდე

“კლინიკური სექტორი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და საავადმყოფოების უმრავლესობა გადავსებულია, რაც მედპერსონალზეც ცუდად აისახება, რადგან უწევთ გადაძაბვით მუშაობა.”  – ალექსანდრე გოგინავა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ სკოლების გახსნითვის აუცილებელია მასწავლებლების აქტიური ვაქცინაცია.

“ბავშვთა ვაქცინაცია ჩემი აზრით უკვე დასაწყებია 12 წლის ასაკიდან, რაც შეეხება სკოლების გახსნას, გააჩნია როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება და ვაქცინაციის პროცესი როგორ წავა” – კონსტანტინე ჩახუნაშვილი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება კვლევის მონაცემები უკვე 5-დან 12 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებითაც:

“წარმოუდგენელია პანდემია დავამარცხოთ მხოლოდ და მხოლოდ მოზრდილთა ვაქცინაციის ხარჯზე. ადრე თუ გვიან ჩვენ მივალთ ამ დასკვნამდე რომ ვიმსჯელოთ ბავშვების ვაქცინაციაზე, მონაცემებს რომელსაც ნოემბერში ველოდებით ეხება უკვე 5-დან 12 წლამდე ბავშვებს  და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება უკვე მკაფიო რეკომენდაციით, შეიძლება თუ არა ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g