LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

73
Untitled design (4)

ამ დროისთვის, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის შექმნილ ვებპორტალზე 50 ათასზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

პლატფორმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

➤ საზოგადოებას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი ვაქცინებს შორის;

➤ მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ, სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს;

➤ დამატებით, მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა;

➤ “დათანხმება”-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა;

➤ ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება;

➤ ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.

ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების უმრავლესობა ირჩევს “ფაიზერის” ვაქცინას, რომელსაც მოყვება “მოდერნა”, შემდეგ “ასტრაზენეკა”, “ჯონსონ ენდ ჯონსონი”, “ნოვავაქსი”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.

მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.

 

magti 5g