ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ვაქცინები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილია, თუმცა მხოლოდ ისინი, ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ზომების გატარების გარეშე პანდემიას ვერ დაასრულებენ.
”ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის”, – განაცხადა მან.
პირველად მსოფლიოში: დიდი ბრიტანეთი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ამტკიცებს
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პროცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.