LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინები პანდემიის წინააღმდეგ: “ასტრაზენეკას” საგანგებო გამოყენებისთვის მექსიკაც ამტკიცებს

157
1

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე მექსიკაც, “ასტრაზენეკას” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ამტკიცებს.

ოქსფორდის უნივეტსიტეტისა და ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა მექსიკის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა ორგანომ გუშინ დაამტკიცა.

ფაქტი “ტვიტერზე” დაადასტურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მარსელო ებრარდმაც.

მან ვაქცინის გამოყენებაზე ნაბართვას ძალიან კარგი ამბავი უწოდა და აღნიშნა, რომ მის წარმოებას და დოზებით მომარაგებას მექსიკა გააგრძელებს.

ამ დრომდე ქვეყანაში მოსახლეობას მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით ცრიდნენ.

შეგახსენებთ, პირველი სახელმწიფო, რომელმაც “ასტრაზენეკას” გამოყენებაზე ნებართვა გასცა, დიდი ბრიტანეთი იყო – ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.

“ასტრაზენეკამ” თავდაპირველად მხოლოდ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ექსპერტები კი აცხადებდნენ, რომ ვაქცინაზე მუშაობით შესაძლებელი იქნებოდა, მისი ეფექტიანობის გაზრდა 90%-მდე.

მისი ღირებულება უფრო ნაკლები, შენახვა და ტრანსპორტირება კი გაცილებით ადვილია, შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მექსიკა მსოფლიო რუკაზე მე-13 ადგილზეა. პანდემიიდ დაწყებიდან დღემდე, სულ დადასტურებულია 1 455 219 შემთხვევა და გარდაცვლილია 127 757 ადამიანი.

 

დიდ ბრიტანეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა დღეს იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g