ვარშავის საგზაო პოლიციამ პროტესტის ნიშნად მძღოლების დაჯარიმებაზე უარი თქვეს. სამართალდამცავები რთულ შრომით პირობებს აპროტესტებენ. ნაცვლად დაჯარიმებისა, პოლიციელები გაფრთხილებითა და საუბრებით შემოიფარგლებიან.
პრესასთან ინტერვიუში, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მრავალი მათგანი დაბალი ანაზღაურებით დაიღალა. ამავდროულად, მუდმივად იზრდება მოთხოვნები, არ არსებობს პერსპექტივა და ის ატმოსფერო, რაც სამუშაო ადგილზეა, მათთვის მიუღებელია.
ამიტომ, პოლიციელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, წვრილმან დარღვევებზე ჯარიმა აღარ გამოწერონ და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლონ. საჯარომო ქულებს ახლა მხოლოდ ისინი იღებენ, ვისი ქმედებაც დანარჩენ საგზაო მონაწილეებს საფრთხეს უქმნის.
ვარშავის პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, აპრილის დასაწყისიდან 496 ჯარიმა დაახლოებით 20 დღეში გამოიწერა.
პირველ სამ თვეში ჯარიების ოდენობა 27 103-ს შეადგენს, რაც სამას საჯარიმო დღეს უდრის.