LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც ინტერნეტით არ სარგებლობენ

107

მაშინ, როდესაც ჰოლივუდის დიდი ნაწილი ვირტუალური თაყვანისმცემლების მთელი არმიით სარგებლობს, არსებობს ვარსკვლავების მცირე „დაჯგუფება“, რომელიც სოციალური მედიის „ცირკისგან“ მოშორებით დგას და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესთან არაფერი საერთო არ აქვს. სახელი და ყურადღება მათ ამა თუ იმ საიტის ექაუნთის გარეშეც აქვთ –  გთავაზობთ ათ ყველაზე ცნობილ ინტერნეტ-ასკეტს.

 

კრისტოფერ უოკენი

თავის ინტერვიუებში უოკენს არაერთხელ უთქვამს, რომ თითქმის არასოდეს სარგებლობს კომპიუტერით – სატელეფონო ზარებს მისი აგენტები პასუხობენ, ახლობლებთან კონტაქტისთვის კი უპირატესობას ძველებურ ტელეფონს ანიჭებს.

 

ჯენიფერ ლოურენსი

მსახიობი აღიარებს, რომ სირთულეს ელექტრონული ფოსტის შემოწმების დროსაც კი აწყდება, რომ არაფერი ვთქვათ „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“.

 

უაინონა რაიდერი

2010 წელს რაიდერმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის მიღმა რჩება. მაქსიმუმი, რასაც ის ფლობს, საკუთარ „ბლექბერიში“ ელ. ფოსტა შეამოწმოს. მას არ აქვს „ინსტაგრამი“ და უიშვიათესად სტუმრობს „ფეისბუქს“.

 

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ უყვარს ინტერნეტ-მაღაზიები და სოციალური ქსელები – უპირატესობას ის ქაღალდის კატალოგებსა და ლაივ-ბარებს ანიჭებს.

 

ბრედ პიტი

ანჯელინას ყოფილი მეუღლე ყველაზე ცნობილი ინტერნეტ-ასკეტია – ინტერვიუებში ის მუდმივად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არც კი იცის როგორ მუშაობს კომპიუტერი და არ სურს მასთან რამე საერთო ჰქონდეს.

 

ელტონ ჯონი

დაახლოებით 10 წლის წინ ჯონმა განაცხადა, რომ ხუთ წელიწადში მთელი ინტერნეტი უნდა დაიხუროს. როგორც ვხედავთ, მისი წინასწარმეტყველება ვერ ახდა, თუმცა სერ ელტონ ჯონის ონლაინ-ნახვა დღემდე შეუძლებელია.

 

ჯორჯ კლუნი

კლუნი „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა.

 

რეიჩელ მაკადამსი

ახალ ამბებს ის რადიოთი ისმენს, არ უყურებს ტელევიზორს და რთულად უმკლავდება ელექტრონულ ფოსტას.

 

ემინემი

თეთრი რეპერი არცერთ სოციალურ ქსელს არ აღიარებს, თუმცა ამის გარეშეც მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს.

 

ჯეიკ ჯილენჰოლი

გაჯეტს ის ხელში მარტო მაშინ იღებს, როდესაც ამას საქმე მოითხოვს. სხვა შემთხვევაში ის შორს არის თანამედროვე ტექნოლოგიებისგან და საკმაოდ ძველი მოდელის ტელეფონით სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები