ყველა ქალისთვის რთულად წარმოსადგენია ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრება, დაჯერება, რომ ისინი ასეთი იდეალურები არიან. მშობიარობის შემდეგ 1 თვის შემდეგ უკვე ამაყად პოზირებენ წუთელ ხალიჩებზე და ახალ როლამდე 30 კგ-ს დაკლებას ახერხებენ.
მსახიობები ჰყვებიან, როგორ მოახერხეს ფორმაში ჩადგომა.
ჯესიკა ალბა
„გოგონების გაჩენის შემდეგ ისე გავსუქდი, როგორც სხვა ყველა დედა. ძალიან არ მინდოდა, რომ ბულვარულ პრესას ჩემზე დაეწერა სტატიები სათაურით „მსუქანი ალბა“. სახლიდან გამოვდიოდი მხოლოდ ორმაგი კორსეტით, რომელიც საშინლად მიჭერდა, თუმცა სრულად ფარავდა ჩემს მომატებულ წონას. კორსეტის ტარება კოშმარი იყო, საშინლად ვიოფლებოდი, თუმცა ეს გახდა დამატებითი სტიმული, მეკონტროლებინა საკუთარი კვება და მევლო სპორტდარბაზში – ვოცნებობდი, ამ საშინელი კორსეტისგან თავი დამეღწია!“
გვინეტ პელთროუ
„რკინის კაცი 2“-სთვის ფორმაში რომ ჩავმდგარიყავი, გავაორმაგე ფიზიკური დატვირთვა და დავიწყე უმკაცრესი დიეტა. ყოველ დილას ვსვამდი ზღვის კომბოსტოს საშინელ წვენს, ვსადილობდი ნახშირწყლების დაბალი შემცველობის სენდვიჩს და ვვახშმობდი 30 გრამიანი ინდაურის ხორცის ნაჭრით. თუ მომშივდებოდა, კიდევ ერთ ჭიკა კომბოსტოს წვენს ვსვამდი. არ ვიცი, ეს როგორ გადავიტანე.“
ჯენიფერ ენისტონი
ვიკვებები, როგორც ახალშობილი. ვიხარშავ ბავშვის ფაფებს, ვჭამ ორგანული ბოსტნეულისა და ხორცის პიურეებს, ისინი არ შეიცავენ არც მარილს, არც შაქარს და სუნელებს, სამაგიეროდ – მდიდარია უჯრედისით, ამიტომ აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას და ნივთიერებათა ცვლას, წმენდენ ორგანიზმს ტოქსინებისგან. 1 თვიანი ასეთი კვების შემდეგ შეგიძლიათ, საკუთარ თავს ჩიზქეიქის ჭამის უფლებაც მისცეთ.“
ენ ჰეთეუეი
“ერთ-ერთი როლისთვის დღის განმავლობაში მხოლოდ 2ჯერ ვჭამდი წყალზე მომზადებულ შვრიის ფაფას”.
კრისტინა აგილერა
„მე უპირატესობას ვანიჭებ „ფერად“ დიეტას. ყოველ დღე ვჭამ მხოლოდ ერთი ფერის ნატურალურ პროდუქტს. მაგალითად, თუ გადავწყვეტ, რომ უნდა მქონდეს „თეთრი დღე“, ვჭამ თეთრ ბრინჯს და უმ ყვავილოვან კომბოსტოს. შემდეგი დღე შეიძლება იყოს წითელი – ბოლოკი, მარწყვი, ცოტა ხორცი, წითელი ბულგარული წიწაკა და ა.შ.“
ელიზაბეტ ჰარლი
„არ მიყვარს დიეტები, თუმცა მიდრეკილება მაქვს სიმსუქნისკენ. ამიტომ კვირაში ერთხელ ვაკეთებ განტვირთვის დღეს, ვჭამ მხოლოდ ბოსტნეულის სუპს.
ბიონსე
კლიპ Dreamgirl-ის გადაღების წინ მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეკლო წონაში. სადღაც წავიკითხე ძალიან კარგი რეცეპტი : ავურიოთ ერთმანეთში ლაიმის ან ლიმნის წვენი, ნეკერჩხლის სიროპი და კაიენის წიწაკა, გააზავეთ წყალში და დალიეთ დღე-ღამეში 12-ჯერ. ასე დავიკელი 2 კვირაში 10 კგ.
ჯესიკა სიმპსონი
„მშობიარობის შემდეგ საკუთარი თავი უზარმაზარი ბეჰემოტი მეგონა. გადავწყვიტე, დღეში გადამედგა 10 000 ნაბიჯი, 45 წუთი ვვარჯიშობდი. უამრავჯერ მომინდა, ამ ყველაფრისთვის თავი გამენებებინა, ასეთ დროს ვშიშვლებოდი, ვდგებოდი სარკესთან და საკუთარ თავს ვეუბნებოდი – „შენ გინდა, რომ ასე გამოიყურებოდე?“








