LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს

382
ღარიბაშვილი და ვაშაძე

„ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ამ განცხადებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს ოპოზიციაზე გადაბრალებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს, ხოლო უკრაინის საკითხით სურთ „ომი გინდათ თემა“ უფრო მაღლა წამოსწიონ და ევროკავშირის საკითხი გადაფარონ.

“ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ – ვაშაძე კობახიძეს პასუხობს

„სანქციები ჩვენ არ მოგვითხოვია, ეს მათ უნდათ საზოგადოებაში ასე გაყიდონ. ჩვენ ვუთხარით, რომ შესამუშავებელია საკანონმდებლო პაკეტი, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს და ამაში დარწმუნებული იყოს როგორც მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. ასეთი დოკუმენტი არავის თვალით არ უნახავს, არ არსებობს არც ერთი ბრძანება, საჯაროდ მივმართე და პასუხი არ მოუციათ, არის და გვიმალავენ?!

მე მაქვს მათთან კითხვები და ამაში ჩანს მათი ანტიდასავლური პოზიცია, რატომ ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს, რატომ აფინანსებენ ანტიუკრაინულ, ანტიზელენსკი კამპანიას, რატომ დაიჭირეს ნიკა გვარამია მაინც და მაინც პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ და ზუსტად მაშინ, როცა ევროკავშირიდან ნეგატიური რეაქცია წამოვიდოდა, სექტემბერში არ შეეძლოთ ამის გაკეთება?

ხომ კარგად იცით თქვენ, რომ შეეძლოთ, ახლა გააკეთეს იმიტომ, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი მიიღონ, მით უმეტეს, არ უნდათ იქიდან პირობები მოისმინონ, რა პირობებით მიიღებს სტატუსს, პროდასავლური მხარდამჭერები ჰყავთ და ერთი ხელით თამაშობენ ვითომ უნდათ ევროკავშირი, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ უარი მიიღონ.

ძალიან კონკრეტულად ეუბნებიან „ოცნებას“, ნუ ხარ გადამგდები, შეასრულე 19 აპრილის შეთანხმება; სასამართლოს ნუ მართავს კლანი, მოაშორე კლანი; ეუბნებიან რომ ოპონენტებთან უნდა ითანამშრომლონ და არ უნდა დახატო მტრის ხატი, ეუბნებიან, რომ არ დააკავონ მედიასაშუალების ხელმძღვანელი იმიტომ, რომ შენ ასე გინდა, ამ ყველაფერზე პასუხი რომ არ აქვთ, ახლა ჩამოვიდა, გამოაპანღურეს ასე გამოდის ბრიუსელიდან, რადგან მძიმეა რეალობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად – კობახიძე ოპოზიციას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები